aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ტრამპისა და მისი მეუღლის ორგანიზებით გამართულ შეხვედრას ბახტაძე დაესწრო

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის მონაწილე ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელთა პატივსაცემად გაიმართულ შეხვედრას დაესწრო. შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის ორგანიზებით გაიმართა.

მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. პრემიერმა ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა  სხვადასხვა სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურებთან გამართა. ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონში აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ექსპერტებს შეხვდა.

ხვალ, 27 სექტემბერს მამუკა ბახტაძე გაერო-ს გენერალური ასამბლეის მონაწილეებს ქართულ ენაზე მიმართავს.

იტვირთბა....