aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გია ხუხაშვილი: “მეცოდება კვირიკაშვილი, ის ტრაგიკული პიროვნებაა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი შეფასებას აძლევს პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის რეაქციას, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას მიმართ გამოხატა.

“მეცოდება კვირიკაშვილი, ის ტრაგიკული პიროვნებაა. გინებით იცავს თავის ღირსებას? ვაჟკაცები ასე არ იქცევიან” – განაცხადა ხუხაშვილმა ტელეკომპანია “პირველის” პირდაპირ ეთერში. მისი თქმით, დაცვის გარემოცვაში, შორიდან გინება არ არის პრემიერისთვის შესაფერისი საქციელი.

“ხვალ რომ ნიკა მელია ვიღაცამ სცემოს ქუჩაში, ღმერთმა დაიფაროს, ამ ფაქტს მისცემენ შეფასებას – გელაშვილი ორი და ეს ხომ არ იქნება ნორმალური?” – აცხადებს ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ, პარლამენტში მაშინ, როცა კვირიკაშვილი უმცირესობას ხვდებოდა დაპირისპირება მოხდა ნიკა მელიასა და მას შორის, რომელიც კვირიკაშვილის მხრიდან გინებით დასრულდა.

იტვირთბა....