aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ტიმოშენკო: “უკრაინაში თუ სასამართლო არსებობს, მაშინ მიხეილ სააკაშვილი დარბაზიდან სახლში უნდა გაუშვან”

aviabiletebi
ავიაბილეთები

იულია ტიმოშენკო, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესს ესწრება, განვითარებულ მოვლენებს სამარცხვინოს უწოდებს. მისი თქმით, თუ უკრაინაში სასამართლო და სამართლიანობა არსებობს, სააკაშვილი მოსამართლემ სხდომის დარბაზიდან უნდა გაათავისუფლოს. ტიმოშენკოს აზრით, ამ პროცესით პოროშენკო უკრაინას და უკრაინელ ხალხს არცხვენს.

„ასეთი სასამართლო გარჩევების და ასეთი პროკურორების პირობებში, უკრაინის პრეზიდენტი არცხვენს უკრაინას და ამიტომ, აუცილებლად დადგება იმ თანამდებობის პირების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც მართავენ აბსოლუტურად უსაფუძვლო სასამართლო პროცესს. გარდა ამისა, თუ უკრაინაში არსებობს სასამართლო, მაშინ მიხეილ სააკაშვილი უნდა გაუშვან დარბაზიდან სახლში. ნებისმიერი აღკვეთის ღონისძიების გარეშე,“ – განაცხადა იულია ტიმოშენკომ.

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. მხარეებმა უკვე წარმოადგინეს შესაბამისი შუამდგომლობები. ამ წუთებში მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად არის გასული.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი მეორედ 8 დეკმებრის ღამე დააკავეს. ის პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის იური პაკინბოროდას სახლში იმყოფებოდა. უკრაინის გენერალური პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის შინა პატიმრობის შეფარდებასა და ელექტრონული სამაჯურის ტარებას მოითხოვს.

მიხეილ სააკაშვილი პირველად, 5 დეკემბერს, სპეცრაზმა აიყვანა. სააკაშვილი ჩხრეკისას სახლის სახურავზე ავიდა და ხალხსა და სპეცრაზმს სახურავიდან მიმართა. ის სპეცდანიშნულების რაზმმა საკუთარ სახლში დააკავა, თუმცა მისი გადაყვანა ვეღარ შეძლო, რადგან მისმა მხარდამჭერებმა, იმ მანქანის ბლოკირება მოახდინეს, რომელშიც სააკაშვილი იმყოფებოდა. მოგვიანებით, კი ის მიკროავტობუსიდანაც გაათავისუფლეს და რადასთან გადაინაცვლეს. სააკაშვილს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის ხელშეწყობა-დაფარვაში სდებენ ბრალს.

იტვირთბა....