aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ტვინი რომ არ გეღრძოთ, სვენებ-სვენებით წაიკითხეთ ეს და ეგებ მიხვდეთ რამეს” – სარიშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრის დავით კირკიტაძის დაკავებას, სოციალური ქსელის მეშვეობით ირინა სარიშვილი გამოეხმაურა.

“ესე იგი ნაცები სისხლისმსმელები, მკვლელები, გამაუპატიურებლები და რა ვიცი კიდე რაო და პოლიტიკური მოტივით დაკავებული კირკიტაძის სასამართლოზე მის მხარდასაჭერად მოსულ ნაცებს უზარმაზარ კორდონს ახვედრებ და წინ ქალებს აყენებ გახარია?

გრძელი წინადადებაა და გახარიათი აღფრთოვანებულ–დაორგაზმებულმა ქალბატონებმა დარჩენილი ტვინი რომ არ გეღრძოთ, სვენებ–სვენებით წაიკითხეთ და ეგებ მიხვდეთ რამეს” – წერს სარიშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძეს გურაჯაანის რაიონულმა სასაართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

იტვირთბა....