aviabiletebi
კვლევები

ტექნიკის რომელ მაღაზიას ანიჭებთ უპირატესობას?

aviabiletebi
ავიაბილეთები

გაზეთი „მეტრონომი“ ატარებს მორიგ კვლევას. ამჯერად, ონლაინ-რეჟიმში, ჩვენი გაზეთის მკითხველმა ხმა უნდა მისცეს ტექნიკის იმ კონკრეტულ მაღაზიას, რომელსაც ანიჭებს უპირატესობას. პარალელურად, გაზეთ „მეტრონომის“ მარკეტინგის განყოფილებას დაწყებული აქვს ქუჩის გამოკვლევა, სადაც სპეციალურ ანკეტებზე მოსახლეობამ უნდა გასცეს პასუხი კითხვაზე – „ტექნიკის რომელ მაღაზიას ანიჭებთ უპირატესობას და რატომ“.

2018 წლის იანვრის ბოლოსთვის, ჯამში, 100 ათასამდე მოქალაქე მიიღებს მონაწილეობას გამოკითხვაში, დაჯამდება შედეგები და გამოვლინდება როგორც საუკეთესო ტექნიკის მაღაზია, ასევე სხვადასხვა ნომინაციები.

საბოლოო შედეგები და კვლევის მიმდინარეობასთან დაკავშირებული დეტალები დაიბეჭდება გაზეთ „მეტრონომში“, „მეტრონომის“ ფეისბუქ-გვერდზე, რომელსაც 100 ათასზე მეტი ლაიქერი ჰყავს და ასევე გაზიარდება სხვადასხვა ჯგუფებში, რაც არის გარანტია, რომ ჩვენი კვლევის შედეგებს და ტექნიკის მაღაზიათა საუკეთესო ათეულს ათასობით ადამიანი ნახავს.

Sorry, there are no polls available at the moment.
იტვირთბა....