aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ტერორისტებს დავუპირისპირდით და მათი მხრიდან საპასუხო ქმედებები მოსალოდნელია-ვახტანგ მაისაია

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჯერ გაურკვეველია გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ლიკვიდირებული ტერორისტები ვისი მებრძოლები იყვნენ, მაგრამ, სავარაუდოა, რომ “დაიშიდან” იქნებოდნენ, -ამის შესახებ “მეტრონომს” პოლიტოლოგი და სამხედრო ექსპერტი, ვახტანგ მაისაია ესაუბრა:

“რეალობაა, რომ “ისლამური სახელმწიფო” დაიშალა და მისი მებრძოლები სხვადასხვა ქვეყნებში გადანაწილდებიან. მაგალითად, ავღანეთში გაიზარდა “ისლამური სახელმწიფოს” სახალიფოს, “დაიშის” მომხრეების რაოდენობა. ისინი ცენტრალურ აზიას მოედნენ.
ჯერ გაურკვეველია გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ლიკვიდირებული ტერორისტები ვისი მებრძოლები იყვნენ, მაგრამ, სავარაუდოა, რომ “დაიშიდან” იქნებოდნენ. ფაქტია, ჩვენ დავუპირისპირდით ამ დაჯგუფებას და მათი მხრიდან გამორიცხული არ არის საპასუხო ქმედებები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც დაადასტურა, რომ მუქარის ზარები იყო. ჩვენ, ასევე, ვნახეთ სოციალურ ქსელში გავრცელებული მუქარის ტექსტიც, რომელიც “დაიშის” ხელწერას ჰგავდა. შესაბამისად, ტერაქტების ალბათობა გაიზარდა”-განაცხადა მაისაიამ “მეტრონომთან”.

ცნობისთვის, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარი ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად, ერთ-ერთი, არაოფიციალური ინფორმაციით, “ისლამური სახლემწიფოს” ერთ-ერთი დიდი დაჯგუფების ხელმძღვანელი, ათათურქის აეროპორტის აფეთქების ორგანიზატორი, აჰმედ ჩატაევი იქნა ლიკვიდირებული.

შეგახსენებთ, 21 ნოემბრის ღამეს, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის, ბინაში სპეცოპერაცია განხორციელდა, რომელიც 22 საათი გაგრძელდა. შედეგად, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და ლიკვიდირებულია 3 ტერორიზმში ბრალდებული. 4 სპეცრაზმელი დაიჭრა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებული ბრალდებულებიდან ერთ-ერთი არის ახმატ ჩატაევი, რომლის გვარიც 2012 წლის ლაფანყურის ოპერაციაში ფიგურირებს და რომელიც არსებულმა ხელისუფლებამ ციხიდან გამოუშვა.

იტვირთბა....