aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საზღვრიდან ტერორისტების შეღწევის რისკი”: კარასინი რუსეთ-საქართველოს შორის უვიზო რეჟიმზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შესაძლო შემოღების შესაძლებლობებზე და ხელისშემშლელ ფაქტორებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ის რომ არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობები, ეს არის პირველი ხელისშემშლელი ფაქტორი. გარდა ამისა, მისი განცხადებით, სავიზო რეგულაციების შენარჩუნების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, „საქართველოდან ტერორისტების შეღწევის რისკია“.

„საქართველოსთან ახლოს სამხედრო კონფლიქტები მიმდინარეობს, დაფიქსირებულია ამ გზით რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტების შეღწევის მცდელობები. ასე რომ, მოცემული სიტუაცია სერიოზული განხილვის და ექსპერტების ანალიზის საგანს წარმოადგენს“, – განაცხადა კარასინმა.

შეგახსენებთ, აბაშიძე-კარასინის ფორმატის ფარგლებში, რამდენჯერმე დაისვა საკითხი რუსეთ-საქართველოს შორის უვიზო რეჟიმის დაწესებასთან დაკავშირებით, თუმცა, დღემდე ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა.

იტვირთბა....