aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ტერაქტი კანადაში: მამაკაცმა პოლიციელს და მოქალაქეებს მანქანით გადაუარა

aviabiletebi
ავიაბილეთები

კანადაში მამაკაცი, ფეხბურთის მატჩის დროს, სტადიონთან პოლიციელს ჯერ მანქანით დაეჯახა, შემდეგ კი მას დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. გაქცევისას ეჭვმიტანილმა ქუჩიდან სატვირთო ავტომობილი გაიტაცა და ოთხ გამვლელს გადაუარა.

დაჭრილი პოლიციელი და გამვლელები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ეჭვმიტანილი პოლიციამ რამდენიმე საათიანი დევნის შედეგად დააკავა.

ის 30 წლის მამაკაცი აღმოჩნდა, გამოძიება მის ვინაობას არ ასახელებს, თუმცა ცნობილია, რომ მის კუთვნილ მანქანაში ძალოვანებმა ისლამური სახელმწიფოს დროშა აღმოაჩინეს, რის შემდეგაც მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, პოლიცია მომხდარ ფაქტს ტერორისტულ აქტად აფასებს.

იტვირთბა....