aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა: საქართველოში ხვალიდან უამინდობას ელიან

aviabiletebi
ავიაბილეთები

დღეს და ხვალ დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა +19- +24 გრადუსამდე იმერყევებს, -ამის შესახებ “მეტრონომს” ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზირების სამმართველოს უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, აღმოსავლეთ საქართველოში დღეს და ხვალ ტემპერატურა + -15- +20 გრადუსი იქნება, ხვალ კი ზოგან იწვიმებს.
რაც შეეხება 21 ნომებრის დღის ბოლოს, შავი ზღვიდან გავრცელდება ცივი და ნოტიო ჰაერი, რაც გამოიწვევს ტემპერატურის მკვეთრ დაცემას. საქართველოს მასშტაბით იწვიმებს, მთაში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, იქროლებს ძლიერი ქარი.
22 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია + 6- +11 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +-7-+12 გრადუსი.
უამინდობა 24 ნოემბრამდე გაგრძელდება, მოსალოდნელია ტემპერატურის უფრო მეტად დაკლება, ქარბუქი და ზღვაზე 5 ბალამდე შტორმი.

იტვირთბა....