aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ტელეკომპანია “იმედის” დღევანდელი სარედაქციო პოლიტიკა, თავდაყირა აყენებს პატარკაციშვილის იმედებსა და მემკვიდრეობას”

aviabiletebi
ავიაბილეთები

პოლიტოლოგი გია ხუხაშილი ბადრი პატარკაციშვილის მკველეობასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს.

როგორც ხუხაშვიმა აღნიშნა, იმედის დღევანდელი სარედაქციო პოლიტიკა თავდაყირა აყენებს ბადრი პატარკაციშვილის იმედებსა და მემკვიდრეობას.

“კიდევ ერთხელ, ბადრის საქმესთან დაკავშირებით:

ბადრის ნეიტრალიზაცია მაშინდელი ხელისუფლების სასიცოცხლო ამოცანა იყო და დარწმუნებული ვარ ასეთი გეგმები არსებობდა. თუმცა, რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, 2 ნოემბრის შემდეგ მისი ლიკვიდაცია, ფაქტობრივად გარდაუვალს გახდიდა გაჩეჩილაძის გამარჯვებას საპრეზიდენტო არჩევნებში. მიშას ეს მშვენივრად ესმოდა, ამიტომ დაიგეგმა არა ფიზიკური, არამედ მორალური განადგურება, დისკრედიტაცია, რაც სამწუხაროდ მაშინ მოახერხეს კიდეც.

საზოგადო მოღვაწე კვდება არა მაშინ, როცა ფიზიკურად ანადგურებენ, არამედ მაშინ, როდესაც ინგრევა მისი მემკვიდრეობა.

ამ გაგებით, ბადრის მკვლელობა, რაც მიშამ დაიწყო, ახლაც წარმატებით გრძელდება. ასეთივე მკვლელობის აქტია, მაგალითად, დღევანდელი ტვ იმედის სარედაქციო პოლიტიკა, რაც თავდაყირა აყენებს მის იმედებს და მემკვიდრეობას” – წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....