aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ტაქსებით დაწყება იგივეა, რაც სახლის შენება სახურავიდან”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ტაქსებით დაწყება იგივეა, რაც სახლის შენება სახურავიდან”, –  ასე გამოეხმაურა თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი  ტაქსების რეგულირების შესახებ საკითხს.  ამის შესახებ მან facebook-ზე დაწერა.

მისი თქმით,  ჯერ სატრანსპორტო ფუნდამენტია მოსაწესრიგებელი –  მთლიანი სატრანსპორტო სისტემის ოპტიმიზაცია უნდა მოხდეს, ახლებურად დაიგეგმოს სატრანსპორტო ქსელი, დაემატოს ეკოლოგიურად სუფთა, ტევადი ტრანსპორტი, მოხდეს სამარშრუტო ტაქსების პერიფერიულ მიმართულებებზე გადაყვანა და სულ ბოლოს უნდა მიეხედოს ტაქსებს.

“სხვა შემთხვევაში ხელისუფლება დანაყავს წყალს და მიიღებს ათი ათასობით ტაქსის მძღოლის უკმაყოფილებას. ენერგეტიკის სამინისტროდან რომ გადასკუპდა მთლიანი შემადგენლობა მერიაში და უცბად ურბანული დარგების მცოდნეებად რომ წარმოიდგინეს თავები, იმიტომაც შეეჯახებიან კედელს. არც იციან, არც სხვას უსმენენ. ქალაქი და ხალხია ცოდო ამ ფუჭი ექსპერიმენტების გამო“, – წერს ალექსანდრე ელისაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში, მის ოფიციალურ გვერდზე.

 

იტვირთბა....