aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე 5 პირი დააკავა

aviabiletebi
ავიაბილეთები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თაღლითობის  ფაქტზე 5 მოქალაქე: სულხან ლ, სოლომონ თ, ნიკო ღ, ანა თ. და შოთა ო. დააკავეს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები ე.წ. ცრუ მოწმეების დახმარებით  თაღლითურად დაეუფლნენ  საგარეჯოს რაიონში,  საერთო ჯამში 20 000 კვ.მ- ზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთებს,   რითაც სახელმწიფოს მიადგა ზიანი 78 000 ლარის ოდენობით.   ამავე საქმეზე, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თაღლითობაში დახმარების ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს 13 მოქალაქე: მალხაზ ლ,  ამირან ნ, მზია ჟ,  გოდერძი ზ, შოთა ხ, ზორბეგი ა, გელა ს, ვეფხვია მ, ნუგზარ ღ,  ელიზბარ გ, გია გ,  ზაზა ბ. და ვაჟა პ. აღნიშნულმა მოქალაქეებმა თაღლითობაში ბრალდებულებს დახმარება გაუწიეს და ნოტარიულად დაადასტურეს, თითქოსდა ბრალდებულები მიწის ნაკვეთებს  ნამდვილად ფლობდნენ.

გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“  და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და 25-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“  და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9  წლამდე ვადით).

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო” – ნათქვამია უწყების განცახდაებაში.

 

იტვირთბა....