aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სუსმა სპეციალური ბრიფინგი სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გამართა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის, საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა სპეციალურ ბრიფინგზე განცხადება, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დღევანდელ სპეცოპერასიათან დაკავშირებით, გააკეთა:

“ჩატარებული ღონისძიების შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი, ხოლო 3 ლიკვიდირებულია. სამწუხაროდ სუსის 1 თანამშრომელი დაიღუპა, ხოლო დაიჭრა 2. ასევე დაჭრილია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2 თანამშრომელი.

სუსი სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს.

არსებული ინფრომაციით, დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები არ იყვნენ საქართველოს მოქალეეები. ამ პირებთან მიმართებით დაკვირვება უკანასკნელი რამდენიმე კვირის მანძილზე ხორციელდებოდა. საერთაშორისო ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, აღნიშნული ჯგუფის წევრების სრული იდენტიფიკაციის მიზნით, მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულებრივი კავშირების დადგენის მიზნით.

სუს-ის სახელით გვსურს მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ თანამშრომელს, სპეცრაზმელს და პოლიციელს, ვინც დაიცვა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ჩვენი მოქალაქეები. ასევე მადლობას ვუხდით ჩევნს მოქალაქეებს, რომ მათ ამ რთულ სიტუაციაში ითანამშრომლეს სამართალდამცველებთან.” – განაცხადა გიორგობიანმა.

ნინო გიორგობიანის თქმით, უახლოესი დღეების განმავლობაში გამოძიების მიმდინარეობისას, დამატებით ინფრომაციას სუსი გაავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ სპეცოპერაცია უკვე დასრულდა და ერთ-ერთი ტერორისტი ლიკვიდირებულია. სპეცდანიშნულების რაზმი ტერიტორიას ტოვებს. ინტენსიური შტურმი დაახლოებით 5 საათი გრძელდებოდა, ხოლო 22 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა მთლიანად სპეცოპერაცია თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში ჩასაფრებულ რამდენიმე სავარაუდო ტერორისტთან. სპეცოპერაციისას 1 სპეცრაზმელი დაიღუპა და 2 დაიჭრა.

იტვირთბა....