aviabiletebi
არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

სულხან მოლაშვილის მამა: არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მოვიდეს ვაშაძე, რადგან ნაციონალია

aviabiletebi
ავიაბილეთები

„არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მოვიდეს ვაშაძე, რადგან ნაციონალია“, – ამის შესახებ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის სულხან მოლაშვილის მამამ, თამაზ მოლაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მოლაშვილმა შეფასებით, მოქმედმა ხელისუფლებამ წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ჩადენილი დანაშაულებისთვის სათანადო პასუხი არ გასცა.

„არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მოვიდეს ვაშაძე, რადგან ნაციონალია. თან ამტკიცებს, ჩემი შვილის მკვლელები უნდა გამოუშვას, გვარები ჩამოთვალა. ყველა უნდა გავერთიანდეთ, მარტო ისინი არა, ვისაც შვილი მოუკლეს, მამა და დედა, არამედ ყველა. უნდა შეიქმნას ისეთი ძალა, რომელიც სამართალს დაამყარებს“, – განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.

შეგახსენებთ, კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი 2004 წელს, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და საბიუჯეტო თანხების მითვისების ბრალდებით დააპატიმრეს და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2008 წლის იანვარში მოლაშვილი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ შეიწყალა.

სულხან მოლაშვილი აცხადებდა, რომ ის პატიმრობის დროს გიგა ბოკერიამ, ზურაბ ადეიშვილმა და გოგა გრიგალაშვილმა აწამეს.

2016 წლის 29 ივნისს ის 47 წლისა მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

იტვირთბა....