aviabiletebi
ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

სუიციდი თუ ოჯახური ძალადობა: ვარკეთილში ქალი აბაზანაში ჯაჭვით ჩამომხრჩვალი იპოვეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ვარკეთილში რამდენიმე დღის წინ ტრაგედია დატრიალდა – 25 წლის ქალი,  მეუღლემ სახლში,  აბაზანაში, ძაღლის დასაბმელი ჯაჭვით ჩამომხრჩვალი იპოვა. დაღუპული გოგონას თანამშრომელი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, “მეტრონომს” დეტალებს უყვება. მისი თქმით, გოგონას ქმარმა განაცხადა, რომ  მას და მცირეწლოვან ბავშვს ეძინათ. გაღვიძების შემდგომ კი, ცოლი ოთახში, რომ  ვერ იპოვა, მისი ძებნა დაიწყო და აბაზანაში ჯაჭვით ჩამომხრჩვალი აღმოაჩინა. სავარაუდოდ, ის უკვე ერთი საათის გარდაცვლილი იყო.

დაღუპული გოგონას თანამშრომლის ინფორმაციით, გარდაცვლილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მიცვალებულს სხეულზე გარკვეული სახის დაზიანებები აღენიშნებოდა. მათი ეჭვით, გოგონა თავს არ მოიკლავდა, ქმარი იტყუება და ქალი  ოჯახური ძალადობის მსხვერპლია.

როგორც თანამშრომელმა “მეტრონომს” უთხრა, 25 წლის ქალი, 2016 წლის სექტემბრიდან ქმარს გასცილდა, რადგან მეუღლე  მას სცემდა და გაშორების შემდეგ, ხანდახან ბავშვი მამასთან სანახავად მიჰყავდა. თავად ახალგაზრდა ქალი ნათლიასთან ცხოვრობდა, რადგან სახლი არ ჰქონდა.  როგორც თანამშრომლებს თავად  უყვებოდა, ქმარი ემუქრებოდა, რომ თუ არ შეურიგდებოდა, მას მოკლავდა.

დაღუპულის თანამშრომლის ინფორმაციითვე, ქმარი დაკითხულია და მას გაუსვლელობის ხელწერილი აქვს დადებული.

როგორც “მეტრონომს” შსს-ს პრეს-სამსახურში განუცხადეს, ექსპერტიზის წინასწარი მონაცემებით ადგილი ჰქონდა სუიციდის ფაქტს და საქმე 115-ე, თვითმკვლელობის მუხლით აღიძრა.

იტვირთბა....