aviabiletebi
ახალი ამბები ბლოგები კულტურა მთავარი საზოგადოება

სტივი, ქართული ვუდსტოკი და თავისუფლების ზეიმი ლისზე (ფოტოკოლაჟი)

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

სტივი თბილისში იყო. ლისზე. ღია ცის ქვეშ დაუკრა. ვუყურებდი, ვუსმენდი და ირგვლივ რა ხდებოდა ვერ ვაფიქსირებდი. ბებერი თითები თითქოს ისევ ისე მუშაობს, როგორც ადრე, წლების წინ. უფრო მეტიც, სტივის ტალანტი თითქოს ფარავდა კიდეც მის შემოქმედებითობას, რითაც ჩამორჩება ის ბევრ მუსიკოსს, მაგრამ ჩემ წინ ხომ სტივი იდგა… შემოქმედება ფრენკ ზაპას უნდა მოვკითხოთ, მაგრამ ის მკვდარია. თქვეს კიდეც ერთხელ სტივზე, გიჟიაო, ასეთი სტილის შემსრულებელი პლანეტას ალამაზებსო და ძნელია არ დაეთანხმო…

IMG_9781

სტივმა შოუც მოაწყო. 21-ე საუკუნეში სხვანაირად ვერც იქნებოდა. მერე ხალხს მიმართა, სახლში რომ მიხვალთ გაშიშვლდითო სარკესთან… ესეც შოუც ნაწილი იყო, მაგრამ მე მარტო გრიფს ვუყურებდი, თითებს, რომლებიც ჭიაყელებივით იკლაკნებოდნენ და შოკს იწვევდნენ…

IMG_9784

ბანალურია, მაგრამ მომინდა ჰენდრიქსს შევადარო. უბრალოდ ვიტყვი, რომ ჯიმი ცოცხალი რომ იყოს, ზუსტად ასე დაუკრავდა, სტივივით…

IMG_9736

რა ხდებოდა ირგვლივ… სამოთხე იყო. ქართული ვუდსტოკი… პატარა სამოთხე… თავისუფლების ზეიმი… ოღონდ ისეთი, თავისუფლებაში ადამიანების სულსაც რომ ხედავ, ეს ის მუსიკაა, რომელიც ცხოვრებას გიოიმპროვიზაციებს, გრძნობ და ხედავ ნამდვილ თავისუფლებას, თითქოს ყველაფერი გამჭვირვალეა… ალალი გრძნობები, მეგობრობის ზეიმი… ეს ის სამყაროა, სადაც დანარჩენი საქართველოს მსგავსად, არ ებრძვიან ცას, არ ებრძვიან წყალს, არ უკეტავენ თინეიჯერს კარს, არ ატყუებენ პატარა ბავშვს… ეს თითქოს პატარა ქალაქი იყო ლისის ტბის პირას, სადაც მეფეებად მგლები არ გვევლინებიან, აქ თრიაქით მთვრალმა სიყვარულშიც რომ გამოუტყდე ვინმეს იოლია, აქ თითქოს გრძნობ, რომ ყველაფრის უფლება გაქვს, აქ არის ედემის ბაღი, ოღონდ ვაშლის ნაცვლად ხელში ლუდის ქილა გიჭირავს, რომელიც არ წამლავს…

IMG_9657

სტივი ის კატეგორიაა, რომელსაც ინატრებ ნახო ლაივში. KING CRIMSON, YES, ROLLING STONES… სია გრძელია, სტივიც ამ სიაშია, მან დაიმსახურა ლიდერობა… იმ დღეს OPEN AIR-ზე, პირადად ჩემთვის მან ჯიმი ჰენდრიქსი გააცოცხლა, ჯიმი პატრიკ პეიჯი გააახალგაზრდავა, ტონი აიომი გამახსენა, ბლეკმორი მომანატრა (განსაკუთრებით გიტარის საუნდით)…

IMG_9928

მას იმ დღეს ჩემი საყვარელი კომპოზიცია არ დაუკრავს… ჰიტი – EUGENE’S TRICK BAG… ეს ის კომპოზიციაა… მახსოვს, 90-იანებში რომ დაშოკა ბევრი. ფილმი „გზაჯვარედინი“ ალბათ ყველამ იცის, ყოველ შემთხვევაში, ვინც სტივს იცნობს და უყვარს ეს ფილმი არასოდეს ამოუვა თავიდან…

IMG_9699

EUGENE’S TRICK BAG-ის გარეშეც სტივმა აჩვენა ის, რაც არის სინამდვილეში – ვირტუოზი, ბოლო წლების საუკეთესო გიტარისტი, „ინგვი მალსტმინიზმისგან“ შორს მდგომი, უფრო მეტად კრეატიული, ვიდრე მალსტმინის მანქანა… ეს ზუსტად ის მანქანაა, რომელიც მუშაობს სცენაზე და იგრძნობა სული, გული, რომელიც ალამაზებს ჭეშმარიტ მუსიკას.

IMG_9769

პირადად მე, სტივში გიტარის საუნდი თავიდანვე მომწონდა… საუნდიც იმდენად არ იყო შეცვლილი… სტილს იცავს… გიტარის ხმაც მასსავით დაბერებულა, ისინი ერთად ბღავიან დღეს ბებერი ლომივით, ძველებურად, გემოვნებიანად… ეს ის კატეგორიაა, რომლებიც ტოვებენ და მიდიან…

IMG_9820

– შეხედე, მემგონი ამ კაცს გიტარასთან სექსი აქვს… – მომესმა გვერდიდან

– ხო ეგრეა, ოღონდ გიტარა აშკარად მდედრია – გავიფიქრე…

IMG_9925

„მოხარული ვარ რომ თბილისში ვარ… მადლობა“ – ერთი სიტყვა უსწავლია სტივს ქართულად. ხალხი აყვა. იყო ყიჟინა, ბღავილი და ქალების წივილ-კივილი… სიმართლე ვთქვა, მე უფრო მეტი მოლოდინი მქონდა, რომ სტივის კონცერტზე ზღვა ხალხი მივიდოდა და მას უფრო მეტი მხარდაჭერა ექნებოდა.

IMG_9849

OPEN AIR-მა დაგლიჯა. რას წარმოვიდგენდი წლების წინ, როცა სამტრედიასა თუ ქუთაისში კომბების საყიდლად ინსტრუმენტების მაღაზიებს ვეძებდით მე და ჩემი ჯგუფის წევრები, რომ სტივ ვეი დაქცეულ თბილისში ჩამოვიდოდა და ლაივში დაუკრავდა… პირადად მე OPEN AIR-მა ერთი ისეთი დღე მაჩუქა… ბედნიერებას რომ ეძახიან…

IMG_9892

დაასრულა სტივმა. შემდეგ გამომსვლელებზე თავი არავის მოუკლავს. აშკარად იგრძნობოდა, რომ OPEN AIR-ზე მოსული საზოგადოების უმეტესი ნაწილი, იმ საღამოს სტივის მოსასმენად იყო მისული. ყოველ შემთხვევაში, ვინც მე შემხვდა, ძველი თუ ახალი ნაცნობი, ყველას სტივი ეკერა პირზე… მერე, იყო UNCLE-ც… შედარებით მოსასმენი ჯგუფი, კარგი საუნდით, თუმცა, მე აჟიტირებული ვიყავი…

IMG_9932

სახლში მინდოდა წასვლა და რაც შეიძლება სწრაფად… მივედი… ჩემს გიტარას გავხედე და ჩავფიქრდი… ალბათ, ყველაზე ცოტა, ჩემ გიტარას ერთი კვირა მაინც ვერ მოვკიდებ ხელს…

გენო ჯოხიძე

 

IMG_9903IMG_9782IMG_9694IMG_9705IMG_9912IMG_9713IMG_9767IMG_9691IMG_9648IMG_9662

 

 

იტვირთბა....