aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქსტატი: ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობამ 3,7 მილიონამდე დაიწია

aviabiletebi
ავიაბილეთები

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ თენგიზ ცეკვავამ საქართველოს მოსახლეობის კლებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მედიას გააცნო.

“2014 წლის აღწერამ აჩვენა, რომ საქართველოში მუდმივი მოსახლეობის რაოდენობა 3,7 მილიონს შეადგენს, რაც არის მნიშვნელოვანი ცვლილება, მნიშვნელოვანი კლება 2002 წლის აღწერასთან შედარებით, როდესაც 4,3 მილიონი დაფიქსირდა ქვეყანაში. ბუნებრივია, კიდევ უფრო დიდი კლებაა 1989 წლის ბოლოს საბჭოთა აღწერასთან შედარებით, როდესაც 5,5 მილიონი იყო საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა. ამის მიზეზი არის, რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირის რღვევა, რა თქმა უნდა, ჩვენი ორი რეგიონის, აფხაზეთის და სამაჩაბლოსთან მიმართებაში მიმდინარე პროცესები. გარდა ამისა, ის დიდი მიგრაცია, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1990-იან წლებში.

მოსახლეობის რაოდენობა განპირობებულია ორი ფაქტორით, ბუნებრივი მოძრაობით, შობადობა პლუს გარდაცვალება და მიგრაციით. საქართველოში მაღალი მიგრაციული პროცესებია, ის გაცილებით მაღალი იყო 1990-იანებში და 2000-იანი წლების პირველ ნახევარში. ამიტომ ათასობით ადამიანი გადიოდა ქვეყნიდან და შესაბამისად, მოსახლეობა იკლებდა. ევროპაში საპირისპირო პროცესებია. ევროპაში მეტი ადამიანი ჩადის და შესაბამისად, მოსახლეობის რაოდენობა არ კლებულობს, სწორედ ჩამოსულთა ანუ ემიგრანტების ხარჯზე. ჩვენს პირობებში პირიქითაა, ჩვენი შობადობის დონე უახლოეს წლებში შემცირდება, სწორედ იმის გამო, რომ 90-იანებში ჩავარდნა გვქონდა”, – განაცხადა თენგიზ ცეკვავამ.

იტვირთბა....