aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სტამბოლში საქართველოს მოქალაქე ბლაგვი საგნით მოკლეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

სტამბოლში, ბუიუქჩექმეჯეს რაიონში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ქალბატონი ბლაგვი საგნის ჩარტყმით არის მოკლული.

ინფორმაციას ”ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინფორმაციით, კერძო სახლში თურქეთის მოქალაქის და საქართველოს მოქალაქის ცხედრები იპოვეს და ორივენი ბლაგვი საგნის ჩარტყმით არის მოკლული.

საქართველოს გენერალური საკონსულოს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის ცხედარი გადასვენებულია პროზექტურაში.

„გენერალურ საკონსულოს აქვს კომუნიკაცია პოლიციასთან. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება. ველოდებით ექსპერტიზის პირველადი დასკვნის შედეგებსა და ოფიციალურ შეტყობინებას“, – განაცხადეს საქართველოს გენერალური საკონსულოში.

იტვირთბა....