aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

სპეცოპერაციის შედეგად 97-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია

aviabiletebi
ავიაბილეთები

გაბრიელ ბერი სალოსის ქუჩაზე წუხელ დაწყებული სპეცოპერაციის გამო, 97-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. ადგილზე მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი და უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, მოქალაქეებს გადაადგილების საშუალება არ ეძლევათ.

სპეცრაზმს ალყაში რამდენიმე კორპუსი აქვს მოქცეული. არსებული ინფორმაციით, პირები, რომლებიც ტერორიზმში არიან ეჭვმიტანილნი 46-ე კორპუსში იმყოფებიან. სპეცრაზმელები დასახლებულ ადგილებში მოძრაობენ.

ამ წუთებში ისმის სროლისა და აფეთქებების ხმა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. განხორციელდა მოქალაქეთა ევაკუაცია.

აფეთქების შედეგად კორპუსის ორი ბინის ფასადი ჩამოინგრა. დაშავებულებისა და დაჭრილების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

იტვირთბა....