aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სპეცოპერაცია თბილისში, სავარაუდოდ, დაკავებულია კრიმინალური ავტორიტეტი

aviabiletebi
ავიაბილეთები

სპეცოპერაცია თბილისში – სამართალდამცავებმა ისანსა და აეროპორტის გზატკეცილზე ორი პირი დააკავეს. „კურიერის“ ინფორმაციით, დაკავებულია ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, არმაიზ გრიგორიანი, იგივე „მაისა“ და მისი ძმა.

„კურიერის“ ინფორმაციით, არმაიზ გრიგორიანის ძმა სამართალდამცავებმა აეროპორტის გზაზე დააკავეს.

გამოძიება დაკავებულებს, სავარაუდოდ, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობას და ასევე, თანხის გამოძალვას ედავება.

ერთ-ერთი ვერსიით, დაკავებულები ერთ-ერთ პირს 10 ათას დოლარს სძალავდნენ.

არმაიზ გრიგორიანი იგივე „მაისა“ წლების განმავლობაში სასჯელს იხდიდა და გარკვეული პერიოდი ე.წ. მაყურებელიც იყო.

“კურიერის” ინფორმაციით, ორივე მათგანი წინასწარი მოთავსების იზოლატორში არიან გადაყვანილები და ბრალს მათ ხვალ წარუდგენენ.

სამართალდამცავებმა ჩხრეკა ჩაატარეს გრიგორიანების ოჯახში, თუმცა, უცნობია, რა მტკიცებულებები ამოიღეს სახლიდან.

რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება ამ დროისთვის, უცნობია. ჯერჯერობით, შსს-ში სპეცოპერაციის დეტალებზე კომენტარს არ აკეთებენ და აცხადებენ, რომ დაკავების საქმეზე ბრიფინგს ხვალ გამართავენ.

იტვირთბა....