aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

მარიხუანას სუნი თავშეყრის ადგილებში: შს მინისტრს უცხოეთიდან სპეციალური აპარატები ჩამოაქვს

aviabiletebi
ავიაბილეთები

მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ შს მინისტრს საქართველოში ჩამოაქვს სპეციალური ჩასასუნთქი აპარატი, რომელიც როგორც ალკოჰოლს, ასევე ნარკოტიკული თრობას გამოავლენს. მისი თქმით, ახალი ნარკოპოლიტიკა ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმდა.

„ბიძინა ივანიშვილს ავტორიტეტი აქვს და ამ საკითხის გადაწყვეტის დროს რომ არ მიეღო სათანადო განმარტებები და კომენტარები, იგი არ აუნთებდა ამ საკითხს მწვანე შუქს. დარწმუნებული ვარ, როგორც კი დაიძრება საქმე, გაქრება სუნი საზოგადოების თავშეყრის ადგილებში.

გახარიას ჩამოაქვს სპეციალური ჩასასუნთქი აპარატი, რომელიც როგორც ალკოჰოლს ადგენს, ისე ადგენს ნარკოტიკული თრობის თემას.“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, შსს-ს ინფორმაციით, მთავრობა განიხილავს ექსპორტზე გასატანად სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით, კანაფის მოყვანა-წარმოების საკითხს.

იტვირთბა....