aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

სოსო რობაქიძე: “დონაძეს და მიქაძეს ბრალი უნდა დაუმძიმდეთ”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძე კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის, ზაზა ბაქრაძის მიერ „პალიტრანიუსის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

სოსო რობაქიძემ აღნიშნა, რომ ბაქრაძის ოჯახს დონაძე და მიქაძე აწუხებდნენ და აშანტაჟებდნენ, ასევე მისი თქმით ფირი რომელშიც ყველაფერი ჩანს გურამ დონაძეს აქვს დამალული.

„ეს კაცი ლაპარაკობს აბსოლუტურ სიმართლეს, ვერ ისვენებს, მის ოჯახს დონაძე, მიქაძე ძალიან აწუხებდნენ, აშინებდნენ, აშატნაჟებდნენ. ეუბნებოდნენ, რომ ყველაფერს შენ მოგაწერთო და ამ კაცმა ბოლობოლო ამოიღო ხმა და სიმართლე თქვა. ეს კაცი კრიმინალური პოლიციის უფროსი იყო. რასაც ის ამბობს, რომ ფირი გურამ დონაძეს აქვს, მე ამას სასამართლოზე ყოველდღე ვამბობ. პირშიც ვეუბნები, რომ მას აქვს ფირი დამალული. იმ კასეტაში ჩანს ყველაფერი – რომელი თანამდებობის პირები დადიან შემთხვევის ადგილზე, ვინ ვის გაჰყავს და ა.შ“, – განაცხადა რობაქიძემ.

სოსო რობაქიძემ აღნიშნა, რომ ბაქრაძის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება თავიდან უნდა დაიწყოს.

„ორშაბათს სასამართლოა და ვფიქრობ, რომ დონაძეს და მიქაძეს ხელბორკილები უნდა დაადონ. ისინი უნდა დააკავონ პირდაპირ. მე რომ მკითხოთ, ბაქრაძის მიერ გაკეთებული განცხადება იმდენად ახალი გარემოებაა, რომ ეს გამოძიება თავიდანაა დასაწყები. უნდა ჩამოიყვანონ ბაქრაძე, უნდა დალაგდეს ეს თემა, დონაძეს და მიქაძეს ბრალი უნდა დაუმძიმდეთ, რადგან დღესაც კი სასამართლოს ატყუებენ ისინი“, – განაცხადა სოსო რობაქიძემ.

შეგახსენებთ, რომ ბუტა რობაქიძის საქმე მთავარმა პროკურატურამ 2012 წელს გახსნილად გამოაცხადა. ხელახალი  გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ  19 წლის ბუტა რობაქიძის სიცოცხლე სამართალდამცველის, გიორგი ბაშალეიშვილის მიერ შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა.

პროკურატურამ ბრალი 5 პირს: გურამ დონაძეს, ირაკლი ფირცხალავას, ზაზა ბაქრაძეს, დავით იაშვილსა და ზურა მიქაძეს წაუყენა.

 

 

 

წყარო: “ინტერპრესნიუსი”

იტვირთბა....