aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

სოსო არჩვაძე – თუ საზოგადოება იგრძნობს, რომ ქვეყანაში სოციალური სამართლიანობაა, ვალუტის კურსი დასტაბილურდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

ეკონომისტი სოსო არჩვაძე აცხადებს, რომ ვალუტის კურსის ჩამოყალიბებაში დიდი მნიშნელობა აქვს მოლოდინებს. როგორც “მეტრონომს” არჩვაძემ განუცხადა, ეროვნულ ბანკს ვალუტის კურსის პულსზე მუდამ უნდა ეჭიროს ხელი.

“ვალუტის კურსთან მიმართებაში, მოლოდინებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს – როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური. თუ არის ვალუტის კურსის გამყარბეის მოლოდინი, საზოგადოებას სტაბილურობის განცდა უჩნდება და იმ მომენტში აღარ იძენს ხალხი დოლარს და ელოდება კურსის დასტაბილურებას. პირიქით, როდესაც ფორიაქის პერიოდი დგება, საზოგადოება, ჭირდება თუ არ ჭირდება, მაინც იძენს უცხოურ ვალუტას და სავალუტო ბაზარზე ამით ზოგად სიტუაციას ამძიმებს. სწორედ ეს აჟიოტაჟი კურსის ჩამოყალიბებაში ძალიან ცუდ როლს ასრულებს. თვითონ ეს აჟიოტაჟი საიდან მოდის? აქ თავისი როლის შესრულება შეუძლია ეროვნულ ბანკსა და ხელისუფლებას. ეროვნულ ბანკმა უნდა განახორციელოს სავალუტო ინტერვენციები და გააკეთოს დროული განმარტებები. კომპეტენტური განმარტება ხანძარჩამქრობი იქნება. ეროვნულ ბანკს კურსის პულსზე ხელი უნდა ეჭიროს.

ხელისუფლების მხრიდან ახალი პანაცეას გამოგონება არაა საჭირო. კანონის უზენაესობა უნდა იყოს ბაზარზე არსებულ ყველა მსხვილი მოთამაშისთვის. არ უნდა არსებობობდნენ ელიტური და პრივილეგირებული ჯგუფები. თუ საზოგადოებაში იგრძნობენ, რომ ქვეყანაში სოციალური სამართლიანობაა, მაშინ ეკონომიკა სწრაფად გაიზრდება და ვალუტის კურსთან დაკავშირებული რისკებიც მინიმუმამდე დავა”, – აცხადებს არჩვაძე.

შეგახსენებთ, რომ ლარი დღითიდღე უფასურდება. ბოლო მონაცემებით 1 დოლარის შეძენა 2.7026 ლარად იქნება შეძენა.

 

იტვირთბა....