aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სომხეთში, გენერლის სახლში ჯარისკაცებისთვის განკუთვნილი საკვები იპოვეს (ვიდეო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

სომხეთში, ერთ-ერთი გენერლის სახლში ჯარისკაცებისთვის განკუთვნილი საკვები იპოვეს. საქმე ეხება მმართველი პარტიის ყოფილ წევრ მანველ გრიგორიანს. მას დეპუტატის იმუნიტეტი 19 ივნისს გაუუქმეს, ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და სასამართლომ გენერალ-ლეიტენანტს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

მანამდე სომხეთის უშიშროების სამსახურმა გაავრცელა ვიდეოკადრები, რომელიც სომეხი მაღალჩინოსნის აგარაკზე ჩატარებულ ჩხრეკას ასახავს. სამართალდამცველებმა ამოიღეს დიდი რაოდენობით იარაღი და ამუნიცია, მათ შორის ნაღმები, ტროტილის შაშხანები, ავტომატები და ა.შ. გენერლის ორ სახლში გამოძიებამ მიაგნო 33 სატრანსპორტო საშუალებას. „როლს როისის“, „ტოიოტას“, „მერსედესის“, „ჰამერის“ ავტომობილების გარდა, გენერლის ავტოფარეხში ნაპოვნია ყველგანმავალი, რამდენიმე საკოლექციო მანქანა და სასწრაფო დახმარების ავტომობილიც კი. ამოღებულია ათობით მილიონი დრამი ნაღდი ფული.

მანველ გრიგორიანის სახლში ასევე მიაკვლიეს ჯარისკაცებისთვის განკუთვნილი საკვებისა და მედიკამენტების ათობით ყუთს. ასევე, ამოღებულია სამხედრო ფორმები, ფეხსაცმელი, წინდები და თეთრეული. ბევრ ყუთში ახლობლების მიერ ჯარისკაცებისთვის გაგზავნილი წერილებიც კი იდო.

გენერალ-ლეიტენანტი მანველ გრიგორიანი სომხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტ იკავებდა. ამჟამად „გრიგორიანის საქმეზე“, თავად მაღალჩინოსნის გარდა, მისი ნათესავებიც არიან დაკავებულები.

როგორც გერმანული „დოიჩე ველე“ წერს, „გრიგორიანის საქმე“ მხოლოდ ნაწილია იმ ანტიკორუფციული ღონისძიებებისა, რომელიც სომხეთის ახალარჩეული პრემიერ-მინისტრის, ნოკოლ ფაშინიანის განკარგულებით გაატარეს. რამდენიმე დღის წინ სომეხმა სამართალდამცველებმა ასევე გამოავლინეს სქემა, რომლის მიხედვითაც სომხური სუპერმარკეტების ქსელი „ერევან სითი“ წლების განმავლობაში გადასახადებს თავს არიდებდა.

ასევე, დაკავებულნი არიან ტვირთების გადამზიდავი კომპანია „ნორფოლკ კონსალტინგის“ ხელმძღვანელი პირები, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი შვიდი მილიონი დოლარის მითვისებაში ედებათ ბრალი.

როგორც აღმოჩნდა, კომპანია წლების განმავლობაში სომხეთში იმპორტირებულ საქონელს განაბაჟებდა.
სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ასევე ფონდ „ერევანის“ წინააღმდეგ, რომელიც სომხეთის დედაქალაქის მერიას ექვემდებარებოდა და რომლის მესვეურებსაც საბიუჯეტო თანხების უკანონო მითვისებაში ადანაშაულებენ.

სომხეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმაც გააკეთა. მისი თქმით, ის არ აპირებს კორუფციაში ჩართულ პირებთან კომპრომისზე წასვლას.

იტვირთბა....