aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

სომხეთში გენერალური პროკურორის გადადგომას ითხოვენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ერევანში დემონსტრანტები ამჯერად სომხეთის გენერალური პროკურორის არტურ დავთიანის გადადგომას ითხოვენ და რის გამოც აქცია გამართეს.

„ჩვენ მოვითხოვთ, რომ გენერალური პროკურორი გამოვიდეს და პასუხი გაგვცეს, ამ წლების განმავლობაში მისი უწყება რატომ თითხნიდა საქმეებს უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ. ის დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს“, – განაცხადა უფლებადამცველმა ვარდგეს გასპარიმ.

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის მოქალაქეებს მიმართა, შეწყვიტონ სხვადასხვა პრობლემის გამო მიმდინარე საპროტესტო აქცია.

უკვე რამდენიმე დღეა ერევნის მერიასთან მიმდინარეობს საპროტესტო აქცია მერის, ტარონ მარქარიანის გადადგომის მოთხოვნით. აქციის ზოგიერთი მონაწილე მერიის შენობაში შეიჭრა, რის გამოც მარქარიანმა დახმარება პოლიციას თხოვა.

ერევნის მერიასთან კონტრაქციას მართავენ ტარონ მარქარიანის მხარდამჭერები. სომხეთის დედაქალაქის მერი „რესპუბლიკური პარტიის“ წევრია. რესპუბლიკელების მმართველობის დასრულების მოთხოვნით, სომხეთში აპრილის შუა რიცხვებიდან მიმდინარეობდა ნიკოლ ფაშინიანის მიერ ორგანიზებული მრავალათასიანი აქციები.

საპროტესტო გამოსვლების შედეგად 23 აპრილს, პრემიერმინისტრის თანამდებობიდან გადადგა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი სერჟ სარგსიანი. 8 მაისს, სომხეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრემიერმინისტრად ოპოზიციური ფრაქციის „ელკის“ ლიდერის, ნიკოლ ფაშინიანის არჩევას.

იტვირთბა....