aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სომხეთის ელჩმა გიორგი მარგველაშვილს რწმუნებათა სიგელები გადასცა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა რუბენ სადოიანმა რწმუნებათა სიგელები გადასცა.

სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა რუბენ სადოიანთან შეხვედრა გამართა.

მხარეებმა მეზობელ სახელმწიფოებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. რუბენ სადოიანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა გამოხატა.

შეხვედრისას საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის ოფიციალურ ვიზიტზეც ისაუბრეს, რომელიც მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლოს არის დაგეგმილი. ქვეყნის პირველმა პირმა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ახალ ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

იტვირთბა....