aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სომალის დედაქალაქში აფეთქების შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 276-მდე გაიზარდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

სომალის დედაქალაქ მოგადიშუში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 276-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ოფიციალური უწყებები არვცელებენ.

აფეთქების შედეგად 300-ზე მეტი  ადამიანი დაშავდა, რომლებიც ამ დრომდე საავადმყოფოში მკურნალობენ.

სომალის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტერაქტი 2 დღის წინ მოხდა. მოგადიშუს ერთ-ერთ სასტუმროს შესასვლელთან დანაღმული სატვირთო მანქანა აფეთქდა. რამდენიმე საათში კი, აფეთქების ხმა ქალაქის სხვა რაიონშიც გაისმა.

ქვეყანაში 3 დღიანი გლოვაა გამოცხადებული. პასუხისმგებლობა ტერაქტებზე ამ დრომდე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

როგორც ადგილობრივ პოლიციაში აცხადებენ, ეს არის ეს არის აფეთქება, რომელსაც ყველაზე მასშტაბური მსხვერპლი მოჰყვა.

იტვირთბა....