aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სობჩაკი: “საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, რომ რუსეთის მოქალაქეებს ერთიანი ოპოზიციონერი კანდიდატი ჰყოლოდათ”

aviabiletebi
ავიაბილეთები

პრეზიდენტობის კანდიდატმა, ქსენია სობჩაკმა რუსეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნები შეაფასა. ასევე თავად სობჩაკმაც საკუთარი ხმა დააფქსირა და ყველა ოპოზიციურად განწყობილ ადამიანს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.

სობჩაკმა აღნიშნა, რომ საუკეთესო გამოსავალი ერთიანი ოპოზიციური კანდიდატი იქნებოდა.

„საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, რომ რუსეთის მოქალაქეებს ერთიანი ოპოზიციონერი კანდიდატი ჰყოლოდათ. ამაში დარწმუნებული ვარ. ხმების რა რაოდენობას აიღებს პუტინი, დღეს პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენი ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქე მოვა არჩევნებზე. ეს უნდა გვესმოდეს. აქ არაფერია გაუგებარი. ეს ჩვეულებრივი მათემატიკაა. რაც უფრო მეტი ვიქნებით, მით ნაკლებ ხმას მიიღებს პუტინი,“ – განაცხადა ქსენია სობჩაკმა.

რუსეთში ხმის მიცემის პროცედურა რამდენიმე საათში შეწყდება. პრეზიდენტობისთვის 8 კანდიდატი იბრძვის და მათ შორის არის ვლადიმერ პუტინი.

 

იტვირთბა....