aviabiletebi
არჩევნები ახალი ამბები მთავარი

“სკოლებში პირველივე კლასიდან უნდა დაიწყოს ჩინურის, ჰინდისა და არაბულის სწავლება”

aviabiletebi
ავიაბილეთები

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანიდატმა გრიგოლ ვაშაძემ გორში, ამომრჩეველთან შეხვედრისას განათლებასთნ დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა.

„ერთად გავაკეთოთ, რომ ჩვენი უნივერსიტეტები და სკოლები იყოს ავტონომიურები და მარტო ჰქონდეთ ორიენტირი იმისა, რითი უნდა მიიყვანონ მოსწავლე ეროვნულ გამოცდებამდე. გამოვიმუშაოთ შეფასების ისეთი კრიტერიუმები, რომელიც  საშუალებას მისცემს მშობელს თავისი შვილი და ვაუჩერი მიიტანოს იმ სკოლაში რომელიც ლიდერი იქნება.

დაველაპარაკოთ ჩვენი მოკავშირეების საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოებს, რომ ჩვენთან სკოლებში პირველივე კლასიდან დაიწყოს სწავლება ჩვენთვის იშვიათი აღმოსავლური ენების, როგორიც არის იაპონური, ჩინური, ჰინდი, არაბული, რაც ბავშვისთვის სამუდამო დასაქმების გარანტია იქნება.

დავაწყებინოთ ბავშვს აუცილებლად პირველივე კლასიდან ყველაზე უნივერსსალური ენის შესწავლა – პროგრამირება, რომელიც ინტერნეტის, კომპიუტერის საფუძველია. ჩვენ თუ ეს არ გავაკეთეთ 21-ე საუკუნეში, ქართველი დარჩება მაჩანჩალად, ჩვენ არ გავუჩენივართ ღმერთს იმისათვის რომ ვიყოთ მაჩანჩალები“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

იტვირთბა....