aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

დაპირისპირება სკოლაში: როგორია 22-ე საჯარო სკოლის მოსწვალის ჯამრთელობის მდგომარეობა

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსთავის 22-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე საათის წინ მოსწავლეებს შორის დაწყებული ფიზიკური დაპირისპირება, ერთ-ერთი მოსწავლის ჯამრთელობის დაზიანებით დასრულდა. რუსთავის 22-ე სკოლის დირექტორის მოადგილე ადასტურებს, რომ სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

“კონფლიქტი იყო მეცხრე კლასის მოსწავლეებს შორის. ბავშვებმა გაიხუმრეს, ერთს წამოარტყეს, მეორემ წამოარტყა და ეტკინა ბავშვს. იმისათვის, რომ რაიმე გართულება არ ყოფილიყო, გამოვიძახეთ სასწრაფო, ერთი ბავშვი გადაიყვანეს.

როგორც ახლახანს შემატყობინეს, უკვე სახლშია ბავშვი და ყველაფერი კარგად არის”, – აცხადებს დირექტორის მოადგილე.

მისი თქმით, სიტუაციის განმუხტვას მანდატურის სამსახური ცდილობდა, გამოიძახეს პატრულიც. დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, თბილისში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ სკოლასთან პატრული მუდმივად მორიგეობს.

“სიფრთხილეს მუდამ ვიჩენდით, დამატებით მხოლოდ ის არის, რომ ყოველ დილით პატრულის მანქანა დგას აქ დილის 8 საათიდან”, – აცხადებს ვალერიან ჭუმბურიძე.

რუსთავის 22-ე სკოლაში მოსწავლეებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, ერთ-ერთ მოსწავლეს ფილტვები გაეთიშა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება და პოლიცია გამოიძახეს, რის შემდეგაც მოსწავლე საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოსწავლეების ინფორმაციით, კონფლიქტი სრულიად უმიზეზოდ დაიწყო, ერთი კლასელი დაფაზე ხატავდა, მერე კი მივიდა და მას ხატვის შეწყვეტა მოსთხოვა, რასაც მოზარდებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

 

სკოლაში ფიზიკური დაპირისპირების შედეგად მოსწავლეს ფილტვები გაეთიშა

იტვირთბა....