aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სიტყვის თავისუფლებას ამოფარებული ბევრია და ბევრს არასწორად ესმის” – მეუფე იაკობი

aviabiletebi
ავიაბილეთები

წმინდა სინოდის წევრები პატრიარქის ეპისტოლეზე განმარტებას აკეთებენ.

როგორც, ქორეპისკოპოსი იაკობი აღნიშნავს, პატრიარქის ეპისტოლეში სიტყჰვის თავისუფლებაზე გაკეთებული  ჩანაწერი საპატრიარქოსა და წმინდა სინოდის წევრებს ეხება.

„უწმინდესი რაღაც პრობლემა რომ დგება ხოლმე ამბობს, რომ ჩვენში რაღაც შიდა დაძაბულობები არ იყოს, ალბათ უფრო ამაზე ჰქონდა აქცენტი.

ზოგადად სიტყვის თავისუფლებას ამოფარებული ბევრია და ბევრს არასწორად ესმის. უცხოეთში სიტყვის თავისუფლება მასე არ განიმარტება და თავის შეზღუდვები მაინც აქვს,“-ამბობს მეუფე იაკობი.

კითხვაზე – ხომ არ ეხება ეპისტოლეში სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებული ჩანაწერი მედიასა და კონკრეტულად „რუსთავი2“-ს , მეუფე იაკობი ამბობს,რომ – არა.

„არავითარი, “რუსთავი2” ერთ-ერთი მასობრივი ინფორმაციის საშუალებაა და ვუყურებთ კიდეც, ყველა ვუყურებთ. ხან იმაზე გადავრთავთ, ხან ამაზე… იმიტომ რომ ცალსახად ერთ არხს უყურო, ერთ არხს დაუჯერო სჯობს…

ჩვენ საბჭოთა კავშირის პერიოდში ვცხოვრობდით და  სტრიქონებს შორის შეგვიძლია წავიკითხოთ და გავიგოთ. პატრიარქს უარყოფითი დამოკიდებულება არასოდეს ჰქონია, არც “რუსთავი 2”-თან და არც არავისთან“- ამბობს მეუფე იაკობი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ საშობაო ეპისტოლეში სიტყვის თავისუფლებაზე ისაუბრა.

იტვირთბა....