aviabiletebi
ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი პოლიტიკა

“პოროშენკოს ხელისუფლების დღეები დათვლილია და სააკაშვილი უკრაინის ეროვნულ გმირად იქცევა“

aviabiletebi
ავიაბილეთები

ანალიტიკოსი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი „მეტრონომთან“ ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს აფასებს. მისი თქმით, გუშინ უკრაინაში შიდა დიდი დაპირისპირება დაიწყო. ანტიკორუფციულ სამსახურს, რომელიც ამერიკის მიერ არის შექმნილი, უკრაინის პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური დაუპირისპირდნენ. რასაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ძალიან მკაცრი განცხადება და შეფასება მოჰყვა.

ხუხაშვილის განცხადებით, შესაძლოა სააკაშვილის დაკავება, სწორედ პოროშენკოს პასუხი იყოს, რომელიც მან ამერიკას გუშინდელი განცხადების საფუძველზე გასცა.

ანალიტიკოსი არც იმას გამორიცხავს, რომ ეს მოვლენები თავად სააკაშვილის პროვოცირებული იყოს, რომელმაც ჩათვალა, რომ ამერიკის და უკრაინის ხელისუფლების ეს დაპირისპირება სათავისოდ გამოიყენოს.
ანალიტიკოსი ამბობს, რომ სიტუაცია თუ ასე გაგრძელდა, უკრაინის ხელისუფლების დღეები დათვლილია და სააკაშვილი უკრაინის ეროვნულ გმირად იქცევა.

„მეტრონომი“: როგორ შეაფასებთ უკრაინაში ბოლო საათების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს. სააკაშვილი და მისი მომხრეები რადას შენობისკენ მიემართებიან და ფაქტიურად პოროშენკოს გადადგომას ითხოვენ…

გია ხუხაშვილი: სააკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით დეჟავუს განცდა მაქვს, რადგანაც ახლა რაც მის ირგვლივ ხდება, ის ამას იმსახურებს და ღირისა. არა იმიტომ, რომ ამაში დამნაშავეა, არამედ იმიტომ, რომ თავადაც როცა პრეზიდენტი იყო ზუსტად იგივეს აკეთებდა. მან ბადრი პატარკაცისშვილთან მიმართებაში იგივე ბრალდებები შეკერა. მეც ერთ-ერთი ფიგურანტი ვიყავი ე.წ. გადატრიალების საქმეში. მას ცოდვებმა უწია.
რაც შეეხება თვითონ საქმეს, გასაგებია, რომ შეკერილია. უკრაინის პროკურატურა და ხელისუფლება ზუსტად ისევე მოქმედებს, როგორც სააკაშვილის ხელისუფლება. კერავენ ე.წ. გადატრიალების საქმეს. რაც შეეხება პროცესს ძალიან რთულად ვითარდება. მეტსაც გეტყვით, აქ მხოლოდ სააკაშვილში საქმე არ არის.

-ახლა რა პროცესებსაც ვადევნებთ თვალს, შეიძლება ითქვას, რომ თავად უკრაინის შიგნით არის დაპირისპირება?

-რა თქმა უნდა, გუშინ შიდა დიდი დაპირისპირება დაიწყო. ანტიკორუფციულ სამსახურს, რომელიც ამერიკის მიერ არის შექმნილი, უკრაინის პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური დაუპირისპირდნენ. რასაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ძალიან მკაცრი განცხადება მოჰყვა.
მათ თქვეს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ დასავლეთს იმედები გაუცრუა, რადგანაც ქვეყანა კორუფციაშია ჩართული. ეს კი უკრაინის ხელისუფლებისთვის ძალიან მძიმე დარტყმაა. ამის შემდეგ კი, მეორე დღეს, მიხეილ სააკაშვილის დაკავება ხდება.

-თქვენ გამორიცხავთ, რომ სიტუაციის პროვოცირებას თავად სააკაშვილი ცდილობდეს?

-აქ სცენარი ორი მიმართულებით შეიძლება წარიმართოს. პირველი ეს არის, რომ სააკაშვილის დაკავება უკრაინის ხელისუფლებას გუშინდელი სკანდალის გადასაფარად სჭირდება. ან ეს ორი მოვლენა ერთმანეთთან კავშირშია და პოროშენკომ ამერიკას პასუხი სააკაშვილის დაკავებით გასცა.
ახლა სააკაშვილის გმირად ქცევის პროცესს ვუყურებთ. სიტუაცია თუ ასე გაგრძელდა, დამერწმუნეთ უკრაინის ხელისუფლების დღეები დაითვლება. სააკაშვილი ციხეში წავა თუ არა, ის მაინც უკრაინის ეროვნულ გმირად გამოცხადდება. მას ეს ცხოველური პოლიტიკური ალღო აქვს და ვერავინ წაართმევს. იმასაც კი არ გამოვრიცხავ, რომ ეს ყველაფერი სააკაშვილის პროვოცირებული იყოს და პოროშენკო მახეში გაება.

-რატომ ვერ ხვდება თავად პოროშენკო, რომ შესაძლოა ასეთი ქმედებებით მან საკუთარი თავი დააზარალოს?

-პოროშენკოს ინტელექტზე მაღალი წარმოდგენის არ ვარ, მორალზე ხომ აღარაფერს ვსაუბრობ. უკრაინაში ძალიან მძიმე ვითარებაა და ქვეყანა კორუფციაშია ჩაბმული. არაფერი შეცვლილა ისევ ოლიგარქიული მმართველობაა. უბრალოდ ერთი კლანი მეორემ ჩაანაცვლა. ამიტომ ხალხი ყველას გაჰყვება, ვინც კი დაპირდება, რომ ამ კლანს ერთხელ და სამუდამოდ თავიდან მოაშორებს.

-რას იტყვით სააკაშვილის საქართველოში შესაძლოა ექსტრადიციასთან დაკავშირებით? ამ მხრივ მოვლენები როგორ შეიძლება განვითარდეს?

-უკრაინის პროკურატურის მხრიდან სააკაშვილის მიმართ იმ ტიპის ბრალდებებია წამოყენებული, რომ ამ ფონზე მისი ექსტრადიცია ალოგიკური იქნება. აქედან გამომდინარე ექსტადიციაზე საუბარი ნაადრევია. მე ამ სცენარს არ გამოვრიცხავ, თუმცა საქართველოს ხელისუფლებისთვის თავის ტკივილი იქნება, თუმცა არა დრამატული.

-ამ მოვლენებზე ამერიკის რეაქცია როგორი იქნება?

-ამერიკამ თავისი პოზიცია გუშინ უკვე გამოხატა. როგორც ჩანს, უკრაინის ხელისუფლებას უკან დასახევი გზა აღარ აქვს და დიდ ავანტიურაზე წავიდა. არა სააკაშვილის დაპატიმრებით, არამედ გუშინ განვითარებული მოვლენების შემდეგ.

ავტორი: ელზა პაპოშვილი

იტვირთბა....