aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

სირიაში პანკისელი ცოლ-ქმარი და მათი 8 წლის შვილი დაიღუპნენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

სირიაში პანკისელი ოსმან ტოხოსაშვილი, მისი მეუღლე და მათი 8 წლის შვილი დაიღუპნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ოჯახის ახლობლები ადასტურებენ.

მათი დაღუპვის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გავრცელდა, თუმცა ამ დრომდე დადასტურებული არ იყო.

პანკისის სათემო რადიო იუწყება, რომ კახა (ოსმან) ტოხოსაშვილი სირიაში 4 წლის წინ წავიდა და ე.წ. ისლამური სახელმწიფოს რიგებში იბრძოდა.

“ISIS-ის წევრი იყო მისი ძმაც, 26 წლის ბექხან ტოხოსაშვილი, რომელიც თარხან ბათირაშვილის რაზმში ირიცხებოდა. ბექხან ტოხოსაშვილის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია 2016 წლის ივლისში გავრცელდა.” – უყწება რადიო.

 

იტვირთბა....