aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სირიაში ავიადარტყმას 22 ბავშვი და 6 პედაგოგი ემსხვერპლა

aviabiletebi
ავიაბილეთები

სირიაში ავიადარტყმის შედეგად 22 ბავშვი და 6 პედაგოგი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას გაერო-ს ბავშვთა ფონდი ავრცელებს.

uniсef-ის ცნობით, ავიადარტყმა სირიის ჩრდილოეთში, პროვინცია იდლიბის ერთ-ერთი სოფლის სკოლაზე განხორციელდა. აღნიშნულ სოფელს ამჟამად აჯანყებულები აკონტროლებენ.

„ეს ტრაგედია და ძალადობაა. თუ დარტყმა მიზანმიმართულად განხორციელდა, ეს სამხედრო დანაშაულია“, – განაცხადა იუნისეფ-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ენტონი ლეიკამ.

ტელეკომპანია BBC-ის ცნობით, მომხდარს გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ვიტალი ჩურკინი გამოეხმაურა და ინფორმაციას „შემზარავი“ უწოდა.

იტვირთბა....