aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სინოპტიკოსები ბათუმში 5-ბალიან შტორმს ელიან

aviabiletebi
ავიაბილეთები

უახლოესი სამი დღის განმავლობაში შავი ზღვის სანაპიროზე 5-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი, – ამის შესახებ სინოპტიკოსი  გიორგი ბაჯელიძე აცხადებს.

მისი თქმით, ქალაქ ბათუმში ნალექი დღის განმავლობაში თოვლ-ჭყაპის სახით შენარჩუნდება. ხვალ კი დროგამოშვებით იწვიმებს. ამ დროისათვის აჭარის მაღალმთიანეთში თოვს, ბათუმში კი წვიმს.

„ამ დროისთვის შავი ზღვის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა ფიქსირდება. ბათუმში დღის მეორე ნახევარში ნალექია მოსალოდნელი. მომდევლო სამი დღის განმავლობაში სანაპიროზე 5-ბალიანი შტორმი დაფიქსირდება. ჰაერის ტემპერატურა კი დღისით 2, ღამით – 4 გრადუსი იქნება,“ – აცხადებს გიორგი ბაჯელიძე.

მისი თქმით, ბათუმში არამდგრადი ამინდი 12 დეკემბრამდე შენარჩუნდება.

იტვირთბა....