aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სითი პარკი” ბიზნესომბუდსმენისგან რეაგირებას ითხოვს

aviabiletebi
ავიაბილეთები

კომპანია “სითი პარკის” გენერალური მენეჯერი ბინიამინ ლაჰავი ბიზნესომბუდსმენსა და თბილისის მერის ყოფილ მოადგილეს ირაკლი ლექვინაძეს მიმართავს და მისგან რეაგირებას ითხოვს. ამის შესახებ კომპანიამ განცხადება გაავრცელა.

“მიგვაჩნია, რომ თბილისის მერის, ბატონი კახა კალაძის გადაწყვეტილება შპს „სი-ტი პარკ”-თან გაფორმებული ხელშეკრულების ცალმხრივი შეწყვეტის შესახებ არის უკანონო, პოლიტიკურად მოტივირებული და ყველაზე უარესი მაგალითი იმისა, თუ როგორ ეპყრობა საქართველოს ხელისუფლება უცხოელ ინვესტორებს. ხელისუფლებამ იმოქმედა არაკეთილსინდისიერად, უგულებელჰყო ინვესტორის ხელშეკრულებითა და კანონით გარანტირებული უფლებები.

გაცნობებთ, რომ შპს „სი-ტი პარკს” ორი სარჩელი აქვს სასამართლოში შეტანილი დედაქალაქის მთავრობის წინააღმდეგ და დავობს მის მიმართ კანონდარღვევის აბსურდული ბრალდებების საკითხზე. მიუხედავად მერის განცხადებებისა, რომ ის კომპანიის წინააღმდეგ სამართლებრივ ჩარჩოებში იდავებდა, არც კი დაელოდა სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებას. ხელისუფლება ცდილობდა შეექმნა სამართლებრივი პროცესის მხოლოდ ილუზია მაშინ, როდესაც საბოლოო შედეგი (ხელშეკრულების უკანონო შეწყვეტა კანონზე და სასამართლოზე მაღლა მდგომი კონკრეტული ჯგუფების ინტერესების გამო) წინასწარ იყო განსაზღვრული.

„სი-თი პარკი” განიხილავს ყველა შესაძლებლობას და მიმართავს ყველა საშუალებას, რომელსაც მას ანიჭებს ქართული და საერთაშორისო სამართალი. კომპანიამ უკვე დაწიყო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და კომპანიის მფლობელები ასევე ავრცელბენ ამ ინფორმაციას ისრაელის და საერთაშორისო ბიზნეს საზოგადოებაში. აღნიშნული რა თქმა უნდა ცალსახად უარყოფითად აისახება საქართველოს საინვესტიციო კლიმატზე, რაც, როგორც ჩანს, არ აღელვებთ ძალაუფლების მქონე ბიუროკრატებს, რომლებიც მოქმედებენ საკუთარი კერძო ინტერესებიდან გამომდინარე.

„საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ბიზნესომბუდსმენი საქმიანობის პროცესში ხელმძღვანელობს სამართლიანობის, ობიექტურობის, მიუკერძოებლობისა და კანონიერების პრინციპებით.

სწორედ ამიტომ, დარწმუნებული ვართ, რომ თქვენ შეძლებთ იმოქმედოთ თქვენი კომპეტენციის ფარგლებში და უცხოელ ინვესტორებს მისცემთ ქვეყანაში ბიზნეს საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას სამართლიან გარემოში. გთხოვთ, მოახდინოთ სათანადო რეაგირება, თქვენი სამართლებრივი უფლებამოსილების ფარგლებში, წერილში აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით”, – წერია კომპანიის გენერალური მენეჯერის მიმართვაში.

თბილისის მერია 2018 წლის 10 აპრილიდან სითი პარკთან კონტრაქტს წყვეტს. ამის შესახებ კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა. სითი პარკთან ხელშეკრულების გაწყვეტის გამო მერია პირგასამტეხლოს არ გადაიხდის.

კომპანია “სითი პარკმა” განაცხადა, რომ თბილისის მერიის გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია. კომპანიაში აცხადებენ, რომ ისინი თავიანთ უფლებებს სამართლებრივი გზით დაიცავენ.

კომპანია “სითი პარკსა” და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა და ის ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო.

წყარო: “იმედინიუსი”

იტვირთბა....