aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სითი პარკით უკმაყოფილო მოქალაქეების სტატისტიკა გამოქვეყნდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

2015-2017 წლებში სითი პარკის წინააღმდეგ თბილისის მერიის დავების საბჭოში 4820 საჩივარი, 2947 ჯარიმა, 17222 საურავი, 566 ევაკუაციაზე განაცხადი შევიდა. ინფორმაციას imedinews ავრცელებს.

2015 წელს სამართალდამცავ ორგანოებში გადაიგზავნა 13 საჩივარი, 240 ჯარია, 2015 საურავი და 6 ევაკუაცია; 2016 წელს გადაიგზავნა – 25 საჩივარი, 0 ჯარიმა, 67 საურავი, 0 ევაკუაცია; 2017 წელს გადაიგზავნა – 11 საჩივარი, 37 ჯარიმა და 44 საურავი.

სითი პარკს განსახილველად საჩივარი მხოლოდ 2017 წელს დაუბრუნდა და მათი რაოდენობა 167 იყო.

2015 წელს დავების საბჭოს მიერ განხილული 1099 საურავიდან, გაუქმდა 812, უცვლელად დარჩა 287. 2016 წელს განხილული 4453 საურავიდან გაუქმდა 3232 საურავი, უცვლელი დარჩა 1221. 2017 წელს განხილული 8662 საურავიდან გაუქმდა 4222, სითი პარკს დაუბრუნდა 986, უცვლელი დარჩა 3290 საურავი.

იტვირთბა....