aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

სიახლე ბრიუსელიდან: დარჩა კენჭისყრა, ანუ ერთი ნაბიჯი უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

„ევროკავშირმა საქართველოსთან და უკრაინასთან უვიზო მიმისვლის რეჟიმი აამოქმედა“ – Independent-მა მოვლენებს დაასწრო და ასეთი ინფორმაცია გაავრცელა. თუმცა, რეალურად საუბარია ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმზე, რაზედაც შეთანხმება უკვე მიღწეულია. ეს იმას ნიშნავს, რომ დარჩა ერთი ნაბიჯი რეალურ უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე. დარჩენილია კენჭისყრა, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა შედგეს და საქართველო მიიღებს უვიზო გადაადგილების უფლებას.

ევროკავშირის საბჭომ, ევროპარლამენტმა და ევროკომისიამ ერთობლივ მოლაპარაკებაზე 7 დეკემბერს მიაღწიეს შეთანხმებას ე.წ. შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შესახებ.

ევროპარლამენტი დღეს შუადღისას გადაწყვეტს იმას, მომავალ კვირას ჩატარდება თუ არა კენჭისყრა განახლებული შეჩერების მექანიზმისათვის.

თავის მხრივ, ამ მექანიზმის ამოქმედება გზას ხსნის საქართველოსა და უკრაინისთვის, მიიღონ ვიზების ლიბერალიზაცია.

 

იტვირთბა....