aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სეს: ბავშვთა კვების პროდუქტებში „სალმონელას” შესაძლო არსებობაზე მოკვლევას ვატარებთ

aviabiletebi
ავიაბილეთები

სურსათის ეროვნული სააგენტო ბავშვთა კვების პროდუქტებში “სალმონელას” შესაძლო არსებობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

“სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან მიიღო შეტყობინება საფრანგეთში წარმოებულ ბავშვთა კვების პროდუქტებში „სალმონელას” შესაძლო არსებობის შესახებ. სურსათის ეროვნული სააგენტო ატარებს მოკვლევას, მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები და სურსათის ბაზრიდან გამოთხოვის პროცესი”- ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

ფრანგული კომპანია Lactalis ბავშვთა კვების პროდუქტში ბაქტერია აღმოჩნდა. ამის გამო კომპანია გასაყიდად გატანილ პარტიებს უკან გაიტანს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN და „ამერიკის ხმა“ ავრცელებენ.

როგორც „ამერიკის ხმა“ იტყობინება, პოტენციურად საშიში პროდუქციის ექსპორტი ხდებოდა საქართველოშიც. კომპანიამ საექსპორტოდ განკუთვნილი პროდუქციის გაწვევა მას შემდეგ დაიწყო, რაც საფრანგეთში ჩვილებში სალმონელას ბაქტერიის გავრცელების 26 შემთხვევა დაფიქსირდა.

საფრანგეთის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა პროდუქტების სია, რომელთა გაყიდვა და ექსპორტი აიკრძალა,მათ შორის მოხვდა Celia-სMilumel-ის და Picot-ის ნაწარმი. ჯანმრთელობისთვის საშიში ბავშვთა საკვები საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქარხანაში იყო წარმოებული. უკან გაწვევას ექვემდებარება 2017 წლის თებერვლის შუა რიცხვების შემდეგ წარმოებული პროდუქტი.

იტვირთბა....