aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

სესხისა და კრედიტის ყოველთვიური გადახდის წესი იცვლება

aviabiletebi
ავიაბილეთები

სესხისა და კრედიტის ყოველთვიური გადახდის წესი იცვლება. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული “ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ დებულების” პროექტის თანახმად,

დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება ყველა სახის სესხზე/კრედიტზე, რომელიც გაცემულია ფიზიკურ პირებზე, გარდა სავაჭრო/სამეწარმეო საქმიანობის მიზნობრიობით გაცემული სესხების/კრედიტებისა.
პროექტში წერია, რომ “დაუშვებელია ისეთი სესხის/კრედიტის გაცემა, როდესაც მსესხებელი/თანამსესხებელი იხდის მხოლოდ დარიცხულ პროცენტს, ხოლო ძირს ან ძირის მნიშვნელოვან ნაწილს ვადის ბოლოს.

“ძირის გადახდა სასურველია ხდებოდეს მსესხებლის/თანამსესხებლის შემოსავლებზე მორგებული გონივრულად შედგენილი გრაფიკის მიხედვით”, – წერია ეროვნული ბანკის მიერ გასაჯაროებულ პროექტში.

დებულება ადგენს სესხის გაცემის კრიტერიუმებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირებისა და ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სესხის გამცემი ორგანიზაციებისათვის.

იტვირთბა....