aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სერგი კაპანაძე: აშშ-მ ნათლად უთხრა მთავრობას რა პრობლემები არსებობს მთავრობაში დემოკრატიის კუთხით

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ძალიან ნათლად უთხრა მთავრობას რა პრობლემები არსებობს მთავრობაში დემოკრატიის კუთხით“, – განაცხადა “ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ. მისი განცხადებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში იმ პრობლემებზეა საუბარი, რაც Freedom hause-ს, რამდენიმე დღის წინ ჰქონდა.

„ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ძალიან ნათლად უთხრა მთავრობას რა პრობლემები არსებობს მთავრობაში დემოკრატიის კუთხით. იქ არის საუბარი იმაზე, რომ სასამართლო ხელისუფლება არის ხელისუფლების კონტროლქვეშ, რომ მედიაპლურალიზმი არის შემცირებული. მიმდინარეობს მათ შორის პოლიტიკური დევნა, პოლიტიკურ ოპონენტებზე თვათვალი. არ არის გამოძიებული პოლიტიკური ძალადობის საქმეები, საუბარია მუხთარლის საქმეზე, როგორც გამოუძიებელ საქმეზე, მოკლედ არის აღწერილი ყველა ის პრობლემა, რომელიც არის ქვეყნის წინ და ეს არის ზუსტად იგივე გზავნილები, რომელიც ჰქონდა “Freedom hause-ს, რამდენიმე დღის წინ და ძალიან სასაცილოა მთავრობის რეაქცია ამ მოხსენებაზე, რომ თითქოს იქ არის საუბარი პროგრესზე და ყველაფერი არის კარგად.“- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

იტვირთბა....