aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სერგი გვარჯალაძე: ქუჩის მუსიკოსებს დასჭირდებათ დოკუმენტი, რომელიც მათ ქუჩაში დაკვრის უფლებას მისცემს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ღამის ეკონომიკის განვითარების ხელმძღვანელის, სერგი გვარჯალაძის განცხადებით, რომელიც მან “ინტერპრესნიუსთან” გააკეთა, ქუჩის მუსიკოსები, შესაძლოა, გარკვეულ რეგულირებას დაექვემდებარონ.

გვარჯალაძე მიიჩნევს, რომ ქუჩაში ძალიან ნიჭიერი მუსიკოსები დგანან, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც მუსიკოსები არ არიან, რაც ვნებს არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების ყურს, არამედ ტურისტებზე არასასიამოვნო შთაბეჭდილებას ახდენს.

„ალბათ, ქუჩის მუსიკოსებს დასჭირდებათ დოკუმენტი, რომელიც მათ ქუჩაში დაკვრის უფლებას მისცემს“,- განაცხადა გვარჯალაძემ.

იტვირთბა....