aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სერგეენკო: პენსიის 400 ლარამდე გაზრდა ნიშნავს სახელმწიფო ინსტიტუციების მუშაობის ჩამოშლას

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ დაპირება,  პენსიის 400 ლარამდე გაზრდის შესახებ აბსოლუტურად არარეალურია.

როგორც სერგეენკომ განმარტა, 400 ლარამდე პენსიის გაზრდა ნიშნავს, რომ აღარ უნდა დაფინანსდეს არც ერთი სახელმწიფო სამსახური და სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობა უნდა ჩამოიშალოს.

„ასაკით პენსიები ყველა ქვეყნისთვის, მათ შორის მდიდარი ქვეყნებისთვის, არის გამოწვევა. როდესაც პენსიაზეა საუბარი, ძალიან მნიშვნელოვანია, აუცილებელია, ყველა ნაბიჯი, იქნება ეს დაპირება, პროექტის გაზიარება  თუ მისი შესრულება,იყოს რეალისტური. 400 ლარამდე გაზრდა ნიშნავს, რომ 2019 წლის ბიუჯეტში 1,9 მილიარდი, რაც გამოიყოფა ასაკით პენსიისთვის, გაორმაგდეს. თანხის გაორმაგება ნიშნავს, რომ აღარ უნდა დაფინანსდეს არც ერთი სახელმწიფო სამსახური, სასწრაფო დახმარება, სახანძრო, პოლიცია და არმია, უნდა ჩამოიშალოს საერთოდ სახელმწიფო ინსტიტუციების მუშაობა, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება, თუმცა აბსოლუტურად არარეალურია”, – განაცხადა დავით სერგენკომ.

იტვირთბა....