aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სერგეენკო მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგო აცრის ჩატარებისკენ მოუწოდებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მოსახლეობას ოქტომბერში, გრიპის საწინააღმდეგო აცრის ჩატარებისკენ მოუწოდებს.

ვაქცინა უფასოა ხანდაზმულებისთვის, ორსულებისთვის, 18-წლამდე დიაბეტით დაავადებულებისთვის, სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალისთვის. ასევე დიალიზზე მყოფი პირებისთვის, „ცე“ ჰეპატიტით დაავადებულებისა და აივ-ინფიცირებულებისთვის. რაც შეეხება იმ პირებს, რომლებიც რისკჯგუფში არ შედიან, მინისტრის თქმით მათთვის გამოცხადდება ერთი დღე, როდესაც ვაქცინა მათთვისაც უფასო იქნება.

2013 წლიდან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფისმა შემოიღო გრიპზე ცნობიერების ამაღლების კვირეული და ამ კვირაში სწორედ ეს კვირეულია. საუბარია სეზონურ გრიპზე, რომელიც ყოველ წელს მეორდება და არა გრიპის ეპიდემიებზე, ეს ცალკე თემაა, რომელიც საბედნიეროდ არ გვემუქრება. სეზონურ გრიპთან მიმართებით, საზოგადოებას კიდევ ერთხელ უნდა ავუხსნათ, რა რისკჯგუფებმა უნდა ჩაიტარონ ვაქცინაცია და ზოგადად, როგორ შეიძლება ამ დაავადებისგან თავის დაცვა ან დაავადების შემთხვევაში, სწორი დაცვა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

მედიკოსების განცხადებით, გრიპის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა ვაქცინაცია. გრიპის ვირუსი მუდმივად განიცდის ცვლილებებს, შესაბამისად გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საჭიროა ყოველწლიურად. გრიპის სეზონი ჩვეულებრივ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში (ყოველი წლის მე-40 კვირიდან მომდევნო წლის მე-20 კვირამდე – დეკემბრიდან თებერვლის ჩათვლით აღწევს) დგება, შესაბამისად ოქტომბერი არის საუკეთესო დრო გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის.

იტვირთბა....