aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტს უმრავლესობა უკან გაიწვევს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტს უმრავლესობა უკან გაიწვევს.

მისივე თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება მმართველ გუნდში უკვე მიღებულია.

„ვიდრე ამაზე პარლამენტს გარეთ ძალიან სერიოზული და შეიძლება ითქვას, ხელოვნური აჟიოტაჟი იყო, გუნდის შიგნით მიმდინარეობდა რეალური არგუმენტებით გაჯერებული მსჯელობა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს კანონპროექტი განხილული აღარ იქნება, ანუ გაწვეული იქნება და ამისი არგუმენტები იყო ძალიან მყარი, მაგრამ მეორე მხრიდანაც ძალიან სერიოზული არგუმენტები იყო“,- განაცხადა მდინარაძემ.

“საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, ადმინისტრაციის ყველა თანამშრომლის ადმინისტრაციული ხელშეკრულებებით დასაქმებაზე გადაყვანას ითვალისწინებს.

იტვირთბა....