aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“imedinews”-ის ინფორმაციით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს პაპუნა უგრხელიძეს სახალხო დამცველის ოფისმა თანამშრომლის სექსუალური ნიშნით დისკრიმინაცია დაუდგინა. ომბუდსმენის ოფისის დასკვნა 2017 წლის გაზაფხულზე მომზადდა. უგრეხელიძე ახლა სამუშაო ვიზიტით აშშ-შია. მისი სავარაუდო მსხვერლი უკვე პრესასთან ღიად ლაპარაკობს.

დასკვნა გასაჯაროებული არ არის, შესაბამისად სახალხო დამცველის ოფისი საქმის ფიგურანტებს არ ასახელებს, თუმცა ომბუდსმენის სამსახურში ადასტურებენ, რომ დოკუმენტი არსებობს და ამ დოკუმენტის თანახმად დადგენილია მოქალაქის ​​​სექსუალური შევიწროების ფაქტი სქესის ნიშნით. სახალხო დამცველის ოფისში განმარტავენ, რომ დასკვნის შემდეგ მათ მიმართეს შემავიწროებელს პრევენციის ზომების რეკომენდაციით, კერძოდ მომავალში მსგავსი შემთხვევების გამორიცხვისა და სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენციის შიდა დოკუმენტის მომზადების რჩევით, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია.

ახალგაზრდა ქალი, რომელმაც imedinews-თან ანონიმურობის პირობის დაცვით ილაპარაკა აცხადებს, რომ მისთვის მტკივნეულ საკითხზე პრესასთან ღიად ლაპარაკი რამდენიმე გარემოების გამო გადაწყვიტა. მისი თქმით სამოქალაქო აქტივისტის და CiDA-ს დირექტორის, ზვიად დევდარიანის მიმართ ბოლოდროინდელი ბრალდებები ერთადერთი მოტივატორი არ იყო. ქალი ამბობს, რომ ხანგრძლივი და მტკივნეული პროცესის მიუხედავად, რომლის გავლაც მას მოუწია, დღეს პაპუნა უგრეხელიძე ისევ თანამდებობაზეა, ხოლო იმის გამო, რომ მან თავისი უფლებების დაცვა გაბედა, მის დაჩაგვრას დღემდე ცდილობს.

„პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის სახალხო დამცველის დასკვნა, მაგრამ ეს ხომ მხოლოდ მე არ მეხებოდა. არათუ ბოდიშიც არ მოუხდია არავის, პირიქით ჩემზე ზეწოლა გაგრძელდა. მე იძულებული გავხდი 2016 წელს დამეტოვებინა საჯარო რეესტრი, სადაც მრავალი წელი ვიმუშავე. მაგრამ ის მემუქრებოდა რომ ახალ სამსახურშიც შექმნიდა პრობლემებს”, – ამბობს დაზარალებული.

მისი თქმით, უგრეხელიძე სამსახურში ავიწროებდა არამხოლოდ იმ ქალებს ვინც „მოსწონდა“, არამედ მათაც ვინც „არ მოსწონდა“, რომ თანამშრომლების ჩაგვრა მისი მუშაობის ბუნებრივი ხელწერა და „სტილია“ და თანამშრომლებს, მათ შორის კაცებსაც სხვადასხვა მიზეზით მუდმივ სტრესში ამყოფებდა.

დაზარალებული ამბობს, რომ 2017 წელს ომბუდსმენის დასკვნის მომზადების შემდეგ მან დოკუმენტი იუსტიციის მინისტრსაც გაუგზავნა, თუმცა ამ ნაბიჯსაც რეაგირება არ მოჰყოლია. მისი ინფორმაციით მინისტრმა დისკრიმინაცია უმნიშვნელოდ ჩათვალა და ის ვერბალურ ჰარასმენტად მიიჩნია.

იუსტიციის სამინისტროში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

პაპუნა უგრეხელიძე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელად 2013 წლიდან მუშაობს.

იტვირთბა....