aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

სახელმწიფო ბიუჯეტისთვის ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ზიანის მიყენებისთვის სამი სხვადასხვა შპს-ს ხელმძღვანელი პირი დააკავეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მოტყუებით ქონებრივი დაზიანებისა და ყალბი საგადასახადო და საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, სამი სხვადასხვა შპს-ს ხელმძღვანელი პირი დააკავა.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა საკუთარი კომპანიების სახელით ჯამში 8 158 225 ლარის ღირებულების ხილ-ბოსტნეულის იმპორტი განახორციელა, რა დროსაც არ მოახდინა იმპორტირებულ პროდუქციაზე გაანგარიშებული გადასახდელების გადახდა, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს 653 852,10 ლარის ზიანი მიაყენა.

საგამოძიებოს უწყების ინფორმაციით, ასევე, ბრალდებულმა ზემოთ აღნიშნული კომპანიების სახელით იმპორტირებული საქონლის საბაჟო ოპერაციების განხორციელებისას, საბაჟო გადასახდელების დასადასტურებლად, საგადასახადო ორგანოში წარადგინა 28 580 ლარის ყალბი საგადასახადო დავალებები.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 210-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 6 წლამდე.

იტვირთბა....