aviabiletebi
ახალი ამბები მედია მთავარი

“მაესტროს დამფუძნებელი მთხოვდა, სარედაქციო პოლიტიკა რუსული და სახელისუფლებო ინტერესების შესაბამისად შემეცვალა” (ვიდეო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჟურნალისტი ნინო ჟიჟილაშვილი აცხადებს, რომ „მაესტროს“ დამფუძნებელი მას სთხოვდა, სარედაქციო პოლიტიკა რუსული და სახელისუფლებო ინტერესების შესაბამისად შეეცვალა. მან ეს ინფორმაცია  „პოლიტმეტრის“ ეთერში გააჟღერა.

„ჩემთვის ერთ–ერთი ძვირფასი არხი – “მაესტრო“ ველიდან გაქრა. მიკერძოების გარეშე, უბრალოდ ვიტყვი, რომ ახლა აქ ვმუშაობთ ჟურნალისტები, რომლებიც სხვადასხვა არხებიდან გამოგვაგდეს და „ტვ პირველმა“ შეგვიფარა“,– განაცხადა ჟიჟილაშვილმა.

„თქვენ პოლიტიკური მოტივით გამოგაგდეს „მაესტროდან?“,– დაინტერესდა ნიკა ლალიაშვილი.

„კი ბატონო. ამის შემდეგ მოვყვები, ან არქივებში ვნახოთ, რის გამო გამომაგდეს. „მაესტროს“ დამფუძნებელი მე მთხოვდა, სარედაქციო პოლიტიკა რუსული და სახელისუფლებო ინტერესების შესაბამისად შემეცვალა“,– უპასუხა ლალიაშვილს ჟიჟილაშვილმა.

„სახელისუფლებო, თუ რუსული?“,– ითხოვა დაზუსტება ლალიაშვილმა. – „ერთმანეთთან იყო თანხვედრაში“,– უპასუხა  ჟიჟილაშვილმა.

შეგახსენებთ, ნინო ჟიჟილაშვილი „მაესტროს“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციიდან 2014 წლის დეკემბერში გაათავისუფლეს.

https://www.facebook.com/tvpirveli/videos/251688812085646/?t=94

 

იტვირთბა....