aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

სახალხო დამცველმა ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიმართა

aviabiletebi
ავიაბილეთები

სახალხო დამცველმა, „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრებით, ზვიად რატიანის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიმართა. როგორც ომბუსმენის განცხადებაშია ნათქვამი, საქმის მასალების შესწავლისა და სასამართლო მონიტორინგის შედეგად აშკარაა, რომ დაკავებამდე ზვიად რატიანის მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება არ ადასტურებს, გარდა დამკავებელი პოლიციელების ჩვენებებისა.
“საქმის მასალების შესწავლისა და სასამართლო მონიტორინგის შედეგად აშკარაა, რომ დაკავებამდე ზვიად რატიანის მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება არ ადასტურებს, გარდა დამკავებელი პოლიციელების ჩვენებებისა; ხოლო, ნეიტრალური მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ პოლიციელის ჩვენებაზე დაყრდნობით, პირის პასუხისგებაში მიცემა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას და იწვევს მტკიცების ტვირთის სახელმწიფოდან მოქალაქეზე გადასვლას, რაც არღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
ნიშანდობლივია, რომ კანონი პირდაპირ მოითხოვს სპეციალური საპოლიციო კონტროლის მონაწილე პოლიციელების სამხრე კამერებით აღჭურვას, რაც მოცემულ შემთხვევაში არ შესრულებულა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პოლიციელთა მიერ ნეიტრალური მტკიცებულებების არმოპოვება ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეებისთვის დამახასიათებელი სისტემური პრობლემაა, რასთან დაკავშირებითაც აუცილებელია სწორი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბება.
სახალხო დამცველი გააგრძელებს აღნიშნული საქმის მონიტორინგს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და იმედს გამოთქვამს, რომ წინამდებარე მოსაზრება სასამართლოს განსახილველი საკითხის სათანადოდ შეფასებაში დაეხმარება”, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....