aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სახალხო დამცველის აპარატი ახალ შენობაში გადადის

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი 23 ივლისიდან ახალ შენობაში გადადის.ამის შესახებ ინფორმაციას ტავად სახალხო დამცველის აპარატი ა ვრცელებს.

ოფისი თბილისში აღმაშენებლის გამზირის 150-ში გადადის.

„მოგეხსენებათ, ნინო რამიშვილის N6–ში მდებარე შენობა, რომელშიც სახალხო დამცველის აპარატი იყო განთავსებული, ავარიულ მდგომარეობაში იყო და მასში მუშაობა საფრთხეს უქმნიდა აპარატის თანამშრომელთა ჯანმრთელობას. საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა სახალხო დამცველის რამდენიმეწლიანი თხოვნა და აპარატს დროებითი ალტერნატიული ფართის დაქირავების მიზნით დამატებითი თანხა გამოუყო“, – აცხადებენ აპარატში.

ომბუდსმენის ოფისის ინფორმაციით, მიუხედავად ორგანიზაციის გადასვლასთან დაკავშირებული ტექნიკური სირთულეებისა, სახალხო დამცველის აპარატი შეფერხების გარეშე მიიღებს მოქალაქეთა განცხადებებს და იმუშავებს ცხელი ხაზის რეაგირების ჯგუფი.

ცხელი ხაზის ოპერატორთან დაკავშირება შესაძლებელი იქნება ნომერზე – 1481; ასევე ელექტრონული მისამართია – info@ombudsman.ge, ხოლო საფოსტო მისამართი: დავით აღმაშენებლის გამზირი N150, თბილისი, 0112.

იტვირთბა....